29 ნოემბერს მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მინსკის აქციების ფონზე დაკეტილია რამდენიმე მეტროსადგური, ხოლო ადგილობრივები ამბობენ, რომ მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებით ხარვეზებია.
უფლებადამცველი ორგანიზაცია, Vesna-ს მონაცემებით, დაკავებულია 130 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები კვირაობით იმართება.











