3 თვის მერე, გადადგომის სხვა მიზეზების ,,ჩამატება” ძალიან არადამაჯერებელი და ხელოვნური ჩანდა, – წერს „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში
„დღეს გახარიამ რამდენიმე საიდუმლოს ახადა ფარდა. აღმოჩნდა, რომ 18 თებერვალს გადადგომა იყო დაუგეგმავი, ემოციური და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას აღსრულებას არ უკავშირდებოდა. … ასე გვითხრა მაშინ, მაგრამ მოგვატყუა…. ახლა 3 თვის მერე, გადადგომის სხვა მიზეზების ,,ჩამატება” ძალიან არადამაჯერებელი და ხელოვნური ჩანდა. 1. პარტია 18 თებერვალს ვერ დაშორდებოდა მოქალაქეების რეალურ პრობლემებს. 2. სავარაუდო კორუფცია და ნეპოტიზმიც 18 თებერვლის მერე ვერ დაიწყებოდა და თუ ასეთი არსებობდა, რა გააკეთა მის წინააღმდეგ. 3. და ყველაზე მთავარი, სასამართლო გადაწყვერილების აღსრულება სწორედ რომ სახელმწიფო ინტერესია და არა პარტიული, იმ სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც 2012 წლამდე სასამართლო სისტემაზე რეალურად უკეთესია. კანონის უზენაესობის პრინციპი უმთავრესია და ეს ევროკავშირის ფონდის გადადხდილმა გირაომაც დააადასტურა, იმ გირაოს გადახდამ რომლის გამოც მელიამ ჯერ თავი დააჭერინა და 77 დღის მერე სირბილით დატოვა საკანი, თან ,,ნაცმოძრაობა” ორშაბათს პარლამენტში შედის. ასეა, რთული ებრძოლო იმ ძალას რომლის პრემიერ-მინისტრიც იყავი და 3 თვის მერე ებრძოლო იმ ,,პრობლემებს” რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის დროს არც კი ახსენებდი.“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია გაიმართა.
პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.
ასევე, გიორგი გახარიამ პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.











