“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს.
მისივე თქმით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.
„აქ მთავარი ის არის, რომ 3 თვის შემდეგ რაც არ უნდა გამოვიძიოთ და ვიკვლიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბუთებში, პრაქტიკულად ვერაფერს მივაგნებთ. წარმოიდგინეთ, 31 ოქტომბრის ღამეს როგორ დაწერეს ოქმები, ახლა, ამ 3 თვის განმავლობაში ყველაფერი გადასწორებული, ჩასწორებული და მართლაც გადაწიკწიკებული ექნებათ, ხომ, ვინ შეუშლიდათ ხელს. ამიტომ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს. საგამოძიებო კომისია კი არა, 31 ოქტომბრის შემდეგ რაც მოხდა და როგორც მიიტაცეს არჩევნები, აქედან ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
„ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას ქმნის











