“განაცხადების მიღება კომპენსაციების მოთხოვნის შესახებ დაწყებულია, ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული შემოსავლების სამსახურში, რომელიც გადაეგზავნა უკვე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს და მალევე დაიწყება ამ კომპენსაციების გაცემა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, განცხადებების მიღების პროცესი 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.











