fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა დემოკრატიისადმი გულმხურვალე ერთგულება – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

15:18 ნოემბერი 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
787
ნახვა

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა როგორც კონკურენტული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ძირითადი თავისუფლებები, საერთო ჯამში, დაცული იყო, როგორც კამპანიის პერიოდში, ისე არჩევნების დღეს. მე ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რისკებისა, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს დემოკრატიისადმი თავიანთი გულმხურვალე ერთგულება“ – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ატილა მესტერჰაზის განცხადებაში, რომელიც მან საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

თავის განცხადებაში საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილ ხარვეზებზეც გამოთქვამს შეშფოთებას.

მისი თქმით, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ისე არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ხარვეზებმა უარყიფითად იმოქმედა საარჩევნო პროცესის გარკევულ მონაკვეთებთან მიმართებაში საზოგადოებრივ ნდობაზე. ატილა მესტერჰაზი მოუწოდებს ხელისუფლებას მთელი სიმკაცრით, გამჭვირვალედ და სამართლიანად გამოიძიოს და აღმოფხვრას ყველა ინციდენტი.

ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი არსებული შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით უნდა გადაწყდეს.

„არჩევნების მეორე ტური გაიმართება 21 ნოემბერს, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც პირველი ტურის ფარგლებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების უმრავლესობა. მივმართავ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყონ, რომ აღნიშნულ დღეს აღარ განმეორდეს ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები და სხვა ნეგატიური პრაქტიკა, რასაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის განმავლობაში. მე ასევე მოვუწოდებ მათ შეასრულონ პირველ ტურთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებელთა რეკომენდაციები და მეორე ტურში გაზარდონ ტრანსპარენტულობისა და მომავალი საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი.

ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს მივმართავ თხოვნით მომდევნო კვირების განმავლობაში იმოქმედონ პასუხისმგებლობის გრძნობით და თავშეკავებით. ასევე მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მალე განაახლონ დიალოგი მათ შორის არსებული უთანხმოებების მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაწყვეტის მიზნით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვას. დემოკრატია როგორც ნატოს, ისე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპია. შესაბამისად, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა წარმოადგენს მოთხოვნას საქართველოსთვის ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე“ – ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ატილა მესტერჰაზის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და ეუთო/ოდირთან ერთად.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე-პრეზიდენტი ასკინ ბაკი (თურქეთი) და მის შემადგენლობაში შედიოდა ოთხი მოკავშირე ქვეყნის ათი წარმომადგენელი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია