საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს დღე მომავალშიც დარჩება მნიშვნელოვან თარიღად. ტრაგიკული დღეა, რადგან 32 წლის წინ ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ამ მანქანამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამავე დროს, ეს დღე არის ქართველი საზოგადოების გამარჯვების დღეც. ეს დღეა, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა საკუთარი თავისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ვიყოთ ამ ბოროტების, საბჭოთა კავშირის ან მისი მემკვიდრის, რაც დღეს პუტინის რუსეთი წარმოადგენს, კონტროლის ქვეშ და არასდროს არ ვიტყვით უარს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.










