ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 დეკემბერს დედაქალაქ მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დროს 313 ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს.











