„ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, ხანდახან შეურაცხმყოფელ განცხადებებს და თავდახრილი გამოდის ამ მოლაპარაკებებიდან“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ქართული მხარე რუსული მხარისგან იგებს ინფორმაციას.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ რუსული მხარისგან ვიღებთ ინფორმაციას, თუ რას შეეხებოდა ეს საუბარი და რაზე იყო მოლაპარაკებები. ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, ხანდახან შეურაცმხყოფელ განცხადებებს და თავდახრილი გამოდის ამ მოლაპარაკებებიდან. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არის, სადამდეც გასდის, იმდენს ბედავს რუსეთი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.











