fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ენგურზე მომხდარი ტრაგედია გახდა მორიგი  „ისტერიის“ და „პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“

15:38 აპრილი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.  მათი შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარი გახდა მორიგი მიზეზი „ისტერიის“ და „პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“.

ოფიციალური სოხუმი მოუწოდებს გალის მცხოვრებლებს, „სახელმწიფო საზღვარი“ ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთონ.

„როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე მისი პოლიტიკური ოპონენტები იმდენად არ არიან ადამიანთა სიკვდილით შეწუხებული, რამდენადაც იყენებენ შესაძლებლობას, მოახდინონ საკუთარი უსაზღვრო პატრიოტიზმის დემონსტრირება და კიდევ ერთხელ თავს დაესხან რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმის თქმით, აბსოლუტურად უადგილოდ მიაჩნიათ თბილისის ნებისმიერი მცდელობა მომხდარის პოლიტიზირების. მათივე შეფასებით, ეს არის იაფფასიანი მცდელობა, ქართველმა პოლიტიკოსებმა გამოიმუშაონ პოლიტიკური დივიდენდები ამ ადამიანების ტრაგიკული დაღუპვით.

დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ამ ინციდენტის გარემოებებს იძიებენ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სამართალდამცავი ორგანოები. დე ფაქტო მინისტრი დაურ კოვე უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

მდინარე ენგურში დაღუპულთა პატივსაცემად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადა. ზუგდიდის სოფელ შამგონასა და ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე 7 აპრილს,ოკუპირებული გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი იპოვეს.

მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია. ოთხივე დაღუპულის ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, დე ფაქტო მთავრობა კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა.

გალელები ითხოვენ,როგორც ენგურის ხიდზე შეუზღუდავი მიმოსვლის აღდგენას, ასევე ცენტრალური ხელსუფლების მიერ დაწესებული სავალდებულო 5 დღიანი კარანტინის მოხსნას.

ავტორი: თეა შონია 

თეგები: ენგურის ხიდი

დაკავშირებული სტატიები

რეგიონები

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

ოქტომბერი 2, 2021
787
მთავარი ამბავი

ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის თავისუფალი მიმოსვლა სრულად აღდგა

ივლისი 6, 2021
791
საზოგადოება

ამ წუთებში მდინარე ენგურზე გარდაცვლილებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ასვენებენ

აპრილი 9, 2021
806

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია