“ხაზგასასმელია ჩვენი ლიდერის, გიგა ბოკერიას როლი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა, ხმამაღალი სიტყვა ეთქვა ქართულ პოლიტიკაში, ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც მას სჯერა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
„ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, ქვეყნის დასავლურ კურსს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასა და ზოგადად – თავისუფლების იდეას. ის არასდროს ირხეოდა „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“. გიგა ბოკერია ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას. ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი ლიდერები“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს.
ასევე, „ევროპული საქართველო“ დატოვა კიდევ ერთმა წევრმა გიგი უგულავამ.
ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.










