ოკუპირებული ახალგორის რაიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
აღნიშნული გადაწყვეტილება რაიონის ხელმძღვანელობამ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ მიიღეს.
„კარანტინის პერიოდში დაიხურება ახალგორის სასწავლო დაწესებულებები, არ იმუშავებს ბაზარი“ – განაცხადა კოჩიევამ.











