“არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების შემოტანის, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, განაცხადა.
„მხოლოდ ორი ხმა დაფიქსირდა დარბაზში საწინააღმდეგო და ეს ორი ხმა გვეკუთვნოდა მე და ალეკო ელისაშვილს. არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების შემოტანის, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, რომ არ უწყობს მიღებული ცვლილებები ხელს იმ პროცესს, რაც საქართველოში მიდის, ვგულისხმობ, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის პოზიციების დაახლოებას და შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში ერთობლივი რეფორმების გატარების შესაძლებლობას,“ – განაცხადა იოსელიანმა.









