ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა იყო გარეჯში მომხდარი ინციდენტი – ასე აფასებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს.
„როგორც ყოველთვის, „მთავარმა არხმა“ დამახინჯებულად გაავრცელა ინფორმაცია. თანდათან ირკვევა: სასულიერო პირები არ იგინებოდნენ, ივერი მელაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და მეტიც, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, არც ოპერატორის წაქცევა მოჰყოლია ვინმესგან ფიზიკურ დაპირისპირებას, ოპერატორი მასზე რაიმე ფიზიკურ ზეწოლას არ ადასტურებს“, – აცხადებს ჯაღმაიძე.











