„დიდი შეცდომა იყო ამ შეთანხმების დიდ, ეროვნულ გარღვევად გამოცხადება, ეს ასე არ არის და სასამართლოში გიგი უგულავას საქმის გაგრძელება ამის დადასტურებაა”, – ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გიგი უგულავას საქმის განახლების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველოს” პოზიცია შეთანხმებაზე არ შეიცვლება.
„შეთანხმებაზე ჩვენი პოზიცია გამორიცხულია, რომ შეიცვალოს. ეს შეთანხმება უკვე მიღებულია და არასწორად მიგვაჩნია პოსტ-ფაქტუმ ამას შევუერთდეთ. იმიტომ არ შევუერთდით, რომ არ მიგვაჩნდა ჩვენი საზოგადოების ინტერესებისათვის შესაბამის დოკუმენტად. რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, ამაზე ჩვენ ყოველთვის ინსტიტუციონალურად ვმსჯელობთ, პოლიტსაბჭოზე გვაქვს ამაზე დისკუსია.
ამ მომენტისთვის ოპოზიციური ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველი სპექტრის დიდი ნაწილი პარლამენტში არ არის. მე ვერ ვხედავ სარგებელს ჩვენი პოლიტიკური ძალის ამ პარლამენტში მონაწილეობისთვის. ამ ვითარებაში ეს არ არის სწორი ნაბიჯი მაგრამ ამაზე ვიმსჯლებთ პოლიტსაბჭოზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგი უგულავას მიერ ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ცემის ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა











