აშშ-ის უდიდეს ნავთობსადენზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შემდეგ მოსახლეობა პანიკაშია. ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები დგას, ხალხს ეშინია, რომ მილსადენის გაჩერების შემდეგ საწვავის დეფიციტი იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ ABCNEWS-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ზოგიერთ ობიექტს საწვავის მარაგი უკვე ამოეწურა.
People waited in long lines outside gas stations amid fears of shortages after a cyberattack forced the shutdown of a major gas pipeline in the U.S. that supplies 45% of all fuel consumed on the East Coast. https://t.co/SHeSHGqX9i pic.twitter.com/8M0TWldOAT
— ABC News (@ABC) May 11, 2021
„ადამიანები რიგში დგომას იქამდე იწყებენ, ვიდრე ობიექტები გაიხსნება. დაახლოებით დილის 7-ის ნახევრიდან უკვე ადგილზე არიან“,- ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას ერთ-ერთ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი.
ყველაზე ცუდი მდგომარეობა აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია. კოლონიური მილსადენი, რომელიც ამ ეტაპზე არ მუშაობს, საწვავის 70%-ის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი.
ჯორჯისაა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებმა საგანგებო დეკლარაციები უკვე გამოაქვეყნეს. ჩრდილოეთ კაროლინას ბენზინგასამართი სადგურების 9%-ს საწვავი აღარ აქვს. ჯორჯიის შტატში კი ეს რიცხვი 6%-ია.
აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საწვავის მომარაგების საჭიროება არ დგას, ვინაიდან მილსადენი მუშაობას მალე განაახლებს.











