თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა:
დიახ, აპირებს. ეს მისი განზრახვაა.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში შემცირდა, რის გამოც „დემოკრატიული“ პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა, რომ მან კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობაზე შეიძლება უარი თქვას.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:











