fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თალაკვაძე: ამნისტიის პროექტი, რომელიც მომზადდა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, მთლიანად თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან

13:25 მაისი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
772
ნახვა

შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პუნქტი, რომელიც ეხება ამნისტიას, არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ცდილობს, რომ სხვადასხვა პროექტი შემოიტანოს, ეს ეხება ერთადერთს, რომ დროებით სახე შეინარჩუნონ და პოლიტიკური პოზა დაიჭირონ. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის სწორი საქციელი და პასუხისმგებლობიანი პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და საზოგადოება ხედავს, რომ პოლიტიკური პროცესი ბრუნდება პარლამენტსა და ნორმალურ კალაპოტში.

„მათ, ვინც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის შეთანხმებას, ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ შეთანხმება შეასრულონ ისევე პასუხისმგებლობიანად, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ. რაც შეეხება დავას რედაქციებთან დაკავშირებით, ითქვა, თითქოს მმართველ გუნდს აქვს თავისი რედაქცია, ოპოზიციას თავის რედაქცია. სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ პროექტი, რომელიც მომზადდა ჩვენ მიერ, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, მთლიანად არის თანხვედრაში იმ პრინციპებთან, რომლებიც მიშელის შეთანხმებაშია მოცემული. მიშელის შეთანხმებაში ამნისტიასთან დაკავშირებით ძირითადი პრინციპია, რომ ამნისტია იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველა დიდი დაპირისპირების საგანი იყო და ამით ხელი შეუწყონ თანამშრომლობას პარლამენტში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი და თანმიმდევრულად ვასრულებთ ამ მოთხოვნას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების დამახინჯებით, ან ფრაგმენტული პროექტით დახურავს 20 ივნისის საკითხზე დაპირისპირებას, აუხსნას საზოგადოებას და დაარწმუნოს ბატონი მიშელი იმიტომ, რომ მის შეთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.

თეგები: ამნისტიის შესახებ კანონიარჩილ თალაკვაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და განახლებას ცდილობენ, მისი განახლება შეუძლებელია! – არჩილ თალაკვაძე

დეკემბერი 3, 2021
771
პოლიტიკა

მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა – არჩილ თალაკვაძე

ნოემბერი 15, 2021
969
პოლიტიკა

თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა, რაც შეიძლება მეტი HA HA

ოქტომბერი 1, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია