ნიდერლანდები შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში გასართობი ადგილები და ზოოპარკები მუშაობას 19 მაისიდან განაახლებს. ბარები და რესტორნები გარე სივრცეში სტუმრებს საღამოს 8 საათამდე მიიღებს.
ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება კვლავ გაგრძელდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდის 1,598,164 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 17,449-ს შეადგენს.











