რუსთავში, სს ,,აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, მეორე დღეა, რაც 50 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი არხში სათევზაოდ ჩავიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა.
საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-მდე მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი.











