რუსთავში, ვაქცინაციის ცენტრებამდე, ხვალიდან 15 აგვისტოდან, 4 სექტემბრამდე, მოქალაქეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალური ავტობუსებით განხორციელდება.
მგზავრთა გადაყვანა, N2, N6 და N7 ავტობუსებით დილის 08:30 საათიდან 18:30 საათამდე, სპეციალურად შედგენილი მარშრუტებით მოხდება.
N2 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა;
N6 ავტობუსის მარშრუტი: რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი;
N7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, აგრეთვე უზრუნველყოფს იმ პირთა ტრანსპორტირებას, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ.
დღეიდან, 4 სექტემბრამდე რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.











