რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს.
გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.
ლევან ონიანის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან „ქართული ოცნება“ დატოვა. ლევან ონიანმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ღირებულებებს უღალატა და პარტია ამიტომ დატოვა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ სხდომათა დარბაზი ხმის მიცემის პროცედურამდე დატოვეს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.











