სლოვაკეთი ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდა, სადაც მოსახლეობის ვაქცინაციისთვის რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის გამოყენება დაიწყეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, დღემდე სლოვაკეთში მოსახლეობის ვაქცინაცია „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინებით მიმდინარეობდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სლოვაკეთში კორონავირუსის 390,451 შემთხვევაა გამოვლენილი.











