საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ეკლესია კრიმინალს სულიერად ებრძვის.
მისი თქმით, ეკლესია ძალოვანი სტრუქტურა არ არის, რომ კრიმინალს ებრძოლოს.
“არ ვიცი, ეკლესიამ როგორ უნდა ებრძოლოს. ეკლესია არ არის ძალოვანი სტრუქტურა. ეკლესია, ქრისტიანული მოძღვრება ებრძვის ამას სულიერად, ყველანაირ დანაშაულს, მთელი ქრისტიანობა ამაზეა აგებული”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.











