რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თემქაზე აფეთქების შესახებ.
სამაშველო სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძახება ფიქტიური იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს აფეთქების კვალი არსად დახვდათ.
„პრაიმტაიმმა“ კი გაარკვია, სინამდვილეში რა მოხდა და რამ გამოიწვია თემქაზე ადგილობრივების განგაში:
როგორც ირკვევა, თბილისის ზღვის მიდამოებში ფილმის გადაღება მიმდინარეობს. პიროტექნიკა სწორედ ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს გამოიყენეს.











