ქუთაისში 13 იანვრის ღამეს პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის ინტერვეციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი.
„ბავშვს თვალ-ბუდის დაზიანება აღენიშნება. მამაკაცს გულ-მკერდის არეში ჭრილობა აქვს. ორივე გადაყვანილია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში”,- ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრის დირექტორი მაია რუხაძე.
ახალი წლის დღეებში სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა.
ავტორი: კესო მოლაშხია