ქუთაისში, 13 იანვრის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული არასრულწლოვანი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ხოლო მეორე დაზარალებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი გარდაიცავლა.
ავტორი: კესო მოლაშხია