ხვალ, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
არჩევნები 120/30-ზე პროპორციით უნდა ჩატარდეს, შესაბამისად პარტიას 30 მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ელისო ბოლქვაძე, ეკა ბერიძე, ნინო კობახიძე, გუგული მაღრაძე და ნინო დაუშვილი.
ჩვენი ინფორმაციით, პოლიტიკაში ბრუნდება დავით სერგეენკო – ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს საბურთალოს ოლქში წარადგენენ.
სოზარ სუბარი გამარჯვებისთვის ისანში იბრძოლებს, ხოლო ლევან კობიაშვილი გლდანში.
ამასთან, გავარკვიეთ იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც აჭარის სამ ოლქში იქნებიან:
რესან კონცელიძე – ბათუმი
ზაალ მიქელაძე – ქობულეთი
ანზორ ბოლქვაძე – ხულო
Exclusive: სერგეენკო, კობიაშვილი, სუბარი – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია











