„პრაიმტაიმნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ იურისტი ლია მუხაშავრია ნაძალადევში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
მუხაშავრია პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ შეუერთდა და სწორედ დავით ჭიჭინაძესთან ერთად, ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
შეგახსენებთ, რომ ლია მუხაშავრია პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ 15 აგვისტოს შეუერთდა.











