ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ „ტვ პირველი“ დატოვეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებმა გადაცემა „პოლიტმეტრის“ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟიჟილაშვილიც და სანაიაც საქმიანობას ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გააგრძელებენ.
მათთან ერთად, ტელეკომპანია რამდენიმე ჟურნალისტმა და გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა დატოვა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვ „პირველიდან“ ფორმულაზე დიანა ტრაპაიძეც გადადის, თუმცა თავად ჟურნალისტი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ფლობს.











