“ფორმულას“ ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა საპატიმრო დატოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ, რომელიც უკვე ამოწურულია. შესაბამისად სამივე დამნაშავემ ციხე დღესვე დატოვა.
ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 2021 წლის 25 თებერვალს დაესხნენ, როდესაც ის მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდა.











