აშშ-ში, ვისკონსინის შტატში, წითელი ფერის ჯიპი ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრა. შემთხვევეის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, ხოლო 20-მდე პირი დაშავდა.
ქალაქ უოკეშოს პოლიციის უფროსის განცხადებით, დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში პოლიციამ გადაიყვანა, ნაწილი კი – ოჯახებმა და მეგობრებმა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ხალხში შეჭრის შემდეგ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროდნენ.
პოლიციის უფროსის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.
დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დგინდება.











