fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„სხვა რომ შეგვერჩია, უფრო მეტი კითხვა დაისმებოდა“ – „ნაცმოძრაობისთვის“ სააკაშვილი უალტერნატივოა

15:37 სექტემბერი 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
906
ნახვა

„ნაციონალურმა მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეარჩია. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სააკაშვილი  ამ თანამდებობისთვის უალტერნატივო კანდიდატია.

ზაალ უდუმაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, სხვა რომ შეგვერჩია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, უფრო მეტი კითხვა დაისმებოდა. სააკაშვილის გამოცდილებიდან, გაკეთებული საქმეებიდან, კავშირებიდან, ენერგიიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სააკაშვილის რესურსი საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ეს ახლა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.

– ბატონო ზაალ, სააკაშვილმა  განაცხადა, რომ  მაღალი თანამდებობის დაკავება მისი ინტერესის სფერო არ არის. რატომ შეიცვალა პოზიცია?

– მიხეილ სააკაშვილმა პოზიცია შეიცვალა იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის წინადადება იყო, რომ ის გამხდარიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მან ეს წინადადება გაიზიარა.

– მის კანდიდატურას გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია დაუჭერს მხარს ?

– გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტია დაუჭერს მხარს. ის გაერთიანების საერთო კანდიდატი იქნება.

– სააკაშვილი საქართველოში რიგ საქმეებთან დაკავშირებით, მსჯავრდებული და ბრალდებულია. სამართლებრივი კუთხით, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა რამდენად რეალურია?

– როცა ის დაბრუნდება საქართველოში, მას უკრაინაში დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომლებიც წარდგენილია მიხეილ სააკაშვილის მიმართ და განაჩენებია დამდგარი, ეს ხომ ყველამ იცის, რატომ მოხდა – ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ.

როცა ხელისუფლება შეიცვლება, სასამართლო იქნება სასამართლო და არა ხელისუფლების ნოტარიუსთა ბიურო, დარწმუნებული ვარ, რომ მის მიმართ ეს ბრალდებები მოიხსნება და გაქარწლდება.

– რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს – როდის ბრუნდება ექსპრეზიდენტი, არჩევნებამდე არჩევნების შემდეგ?

– დღეს საღამოს, როცა მისი მიმართვა იქნება, მ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სიახლე გავიგოთ. არჩევნებამდე თუ არჩევნები შემდეგ ჩამოვა ის, ამას მე ახლა ვერ დავაკონკრეტებ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

თეგები: ზაალ უდუმაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

რატომ არ აირჩია “ნაციონალურ მოძრაობამ” შიმშილობის ადგილად პარლამენტის შენობა – ზაალ უდუმაშვილის განმარტება

დეკემბერი 22, 2021
869
პოლიტიკა

ეროვნული შერიგება გარდაუვალი პროცესია – ზაალ უდუმაშვილი

დეკემბერი 8, 2021
797
მთავარი ამბავი

სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი, არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების – ზაალ უდუმაშვილი

ნოემბერი 15, 2021
851

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია