კრიზისი რეგიონში, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო, უნდა დასრულდეს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს“,- განაცხადა ერდოღანმა.











