fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ომის ზღვარზე – რა ხდება ყარაბაღში

19:06 სექტემბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
10.4k
ნახვა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება უფრო და უფრო იძაბება.

კერძოდ,  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა აზერბაიჯანის მხრიდანაა დაწყებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ვერტმფრენისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას იტყობინება.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ იტალიაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს კონფლიქტის დარეგულირებისკენ მოუწოდებს.

განახლებული ინფორმაცია 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „მთიანი ყარაბაღის“ გამო დაპირისპირება გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ 9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.

თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

როგორ დაიწყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და რა ელის საქართველოს ვითარების გამწვავების შემთხვევაში,- სტატიაში სწორედ აღნიშნულ საკითხებს მიმოვიხილავთ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის მთიანი რეგიონი (რომელსაც დღემდე ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები მართავენ) აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადაუჭრელი დავის საგანია.

ყარაბაღის კონფლიქტს ისტორიულ-კულტურული ფესვები აქვს, რაც გასული საუკუნის ბოლოდან იწყება.

კერძოდ, მთიანი ყარაბაღი საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკურად სომხები შეადგენდნენ.

ავტონომიური ოლქის სტატუსი ყარაბაღმა 1922 წელს მიიღო და დედაქალაქიც შეიცვალა. კერძოდ, შუშიდან სტეფანაკერტში გადავიდა.

საბჭოთა რეჟიმის შესუსტების დროს, სომხეთმა ვითარების შეცვლა სცადა. კერძოდ, 1987 წელს მომზადდა დოკუმენტი, რომლითაც ისინი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის მთიანი ყარაბაღისა და ნახიჭევანის შეერთებას მოითხოვდნენ.

აღნიშნულმა ქვეყნებს შორის კონფლიქტი უფრო გაამწვავა და საბოლოოდ ეს ყველაფერი 1988 წელს შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. საბრძოლო მოქმედებებს 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კონფლიქტის შედეგად, სომხეთმა რეგიონში კონტროლი მოიხვეჭა. კერძოდ, სომხეთის კონტროლირებადი გახდა არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღი, არამედ აზერბაიჯანელებით დასახლებული მიმდებარე რაიონებიც (7).

საბჭოთა კავიშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის ბოლოს ყარაბაღმა თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. (აქვე, შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული).

ზემოთ აღნიშნულმა ისედაც არსებული კონფლიქტი მასშტაბურ ომში გადაზარდა. შედეგად, დაწყებული სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა.

ცეცხლის შეწყვეტა

1994 წელს რუსეთის შუამავლობით მიღწეული, მყიფე ზავის შემდეგ  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლი შეწყდა . ზავის შედეგად, ყარაბაღი და აზერბაიჯანელებით დასახლებული მიმდებარე რაიონები სომხეთის ხელში დარჩა.

კონფლიქტების შედეგად საცხოვრებელი ადგილი ათასობით ადამიანმა დაკარგა. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ ერთ მილიონს მიაღწია.

ქვეყნები რთულ ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ. კერძოდ, აზერბაიჯანი ვერ იყენებდა საკუთარ ბუნებრივ რესურსებს, სომხეთი კი თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადას განიცდიდა.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა, რომელიც დღემდე ძალაშია, ყარაბაღში 1994 წლიდან დღემდე, არაერთი მცირემასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

შეიარაღებული შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1994 წლის შემდეგ

ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სერიოზული დარღვევა, 2016 წელს, „ოთხდღიანი ომის“ სახელით ცნობილი შეტაკებები იყო, რომლებიც 2 აპრილს დაიწყო და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

ე.წ. „ოთხდღიანი ომი“ 2016 წლის 2 აპრილს გამთენიისას დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, შეტევა წამოიწყეს. საინტერესოა, რომ ამ დროს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობდნენ.

სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა. 2016 წლის კონფლიქტი მოულოდნელად 5 აპრილს დასრულდა, როდესაც კონფლიქტის მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

„ოთხდღიანი ომი“ მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ 1994 წლის შემდეგ პირველად, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით ტერიტორიები დაიკავა, რომელსაც მანამდე სომხური მხარე აკონტროლებდა.

თუმცა, „ოთხდღიანი ომის“ დასრულების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დღემდე პერიოდულად ადანაშაულებენ.

კონფლიქტის მოგვარების მცდელობები

1992  – აშშ, რუსეთის და საფრანგეთის შუამდგომლობით დაარსადა „მინსკის ჯგუფი“, რომელსაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით გამოსავლის მოძებნა დაევალა.

1993  – გაერომ 874-ე რეზოლუციით გამოხატა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა და სომხეთს  დაკავებული ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვა.

2002 – 2002 წლიდან მოლაპარაკებები დაიწყო პრაღის პროცესის ფორმატით, რომელსაც 2007 წელს  „მადრიდის პრინციპები“  (კონფლიქტის მოგვარების გეგმა) მოჰყვა.

მადრიდის პრინციპების პუნქტები:

  • მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება პლებისციტით, რომელიც ყარაბაღის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, თავისუფლად და ზუსტად გამოხატოს საკუთარი ნება;
  • გარდამავალ პერიოდში, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის დადგენამდე, მის მოსახლეობას განსაზღვრული უფლებები და პრივილეგიები ექნება;
  • აზერბაიჯანის მთელი ტერიტორია მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანს დაუბრუნდება;
  • შეთანხმებული სიგანის კორიდორი მთიან ყარაბაღს სომხეთთან დააკავშირებს;
  • კონფლიქტით დაზარალებული რაიონებიდან გამოქცეულ ყველა დევნილსა და ლტოლვილს ნებაყოფლობით დაბრუნების უფლება ექნება;
  • საერთაშორისო სამშვიდობო ძალები რეგიონს დატოვებენ მაშინვე, როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში შევა.
  • კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

საქართველო და ყარაბაღის კონფლიქტი – რა საფრთხეეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ

ყარაბაღი თბილისიდან 375 კილომეტრშია. ეს იგივე მანძილია, რაც თბილისიდან ბათუმამდე. ყარაბაღის კონფლიქტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ჩვენთან ახლოს არის და გვეხება. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთვევაში, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს.

სიტუაცია ასეთია – ერთი მხრივ, არის ჩვენი მეზობელი თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანს მხარს უჭერს და პარალელურად ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მხრივ, რუსეთი, რომელიც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში -აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული.

რაც შეეხება ეკონომიკურ ინდიკატორებს, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (371.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (355.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში აზერბაიჯანის წილი 19.2 პროცენტი იყო, სომხეთის 8.4%.

კონფლიქტოლოგ, ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის თქმით, თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ჩვენი ქვეყნა, ეკონომიკური , ჰუმანიტარული თუ სხვა თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„საქართველოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკება თბილისში, როგორც სამშვიდობო პლატფორმა და საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან სერიოზულად დააყენოს ჰუმანიტარული კატასტროფის საკითხი, მეტს ვერაფერს გააკეთებს საქართველო, ძალიან შეზღუდული გვაქვს მანევრის საშუალება,“ – განაცხადა არეშიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში.

იმავე აზრს იზიარებს , ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილიც.  

„თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი გახდება ეს რეგიონისთვის იქნება მძიმე შედეგის მომტანი, მათ შორის, საქართველოსთვის თუნდაც ლარის თვალსაზრისით. ამ ქვეყნებთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების მთავარი ასპექტი იყო ტურიზმი, რომელიც ისედაც გაჩერებულია. გადახდების ბალანსის თვალსაზრისით, ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ უკვე. პანდემიის და შეზღუდვების ფონზე მეზობლების კონფლიქტი, საქართველოს ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმე იქნება“,- უთხრა „პრაიმტაიმნიუსს“ ბედინეიშვილმა.

 ნინი ტაველიძე, PTN.GE

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია