თვითიზოლაციის გამო ზუგდიდში სამ უბანზე თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს. საუბარია სოფელ რუხის ტერიტორიაზე არსებული ორ უბანზე და ასევე, ქალაქის #19-ე საარჩევნო უბანზე.
არსებული სიტუაციის შესახებ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა. მისივე ცნობით, უბნებზე თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს მას შემდეგ აირჩევენ, რაც წევრების თვითიზოლაციის პერიოდი დასრულდება.
ავტორი: თეა შონია











