სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმნუსს“ თავად დაუდასტურა.
„დავტოვე პირადი გამცხადებიდ საფუძველზე“, – აცხადებს ის.
თორია რწმუნებულის თანამდებობაზე 2021 წლის 9 თებერვალს დაინიშნა.
ასევე არსებული ინფორმაციით, თორიას შემცვლელად გიორგი გუგუჩია მოიაზრება, რომელიც წლების წინ რეგიონში, ფინანსურ პოლიციას ხელმძღვანელობდა.











