fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პროკურორი: არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებულები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს

15:14 ივნისი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
823
ნახვა

სამეგრელოში, არასრლუწლოვნების გაუპატიურების საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით,  ბრალდებულები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს ჩადენილ დანაშაულზე.

„დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დასაბუთებული შუამდგომლობა. შესაბამისად, სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა.

საქართველოს პროკურატურა ახორციელებს მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე. შესაბამისად, მოცემულ საქმეში ბრალდებულებიც კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. გარდა ამისა, მოცემულ საქმეზე არასრულწლოვანი ბავშვების კანონიერი ინტერესების დასაცავად, პროკურატურა ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, პროცესში ჩართული სხვადასხვა შესაბამისი უწყებების ერთობლივი ჩართულობით და შეთანხმებით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ჩავშლით კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსს, თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ამ ეტაპზე მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ამასთან, აღვნიშნავთ რომ საქმეზე გრძელდება ჯერ კიდევ გამოძიება და მას შემდეგ, რაც დასრულდება გამოძიების პროცესი, მოცემულ სისხლის სამართლის საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განხილვის მიზნით და შესაბამისად, ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ სწორედ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება ერთადერთი და სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით“,- განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

სენაკის სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა 8 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში ბრალდებულ მამა-შვილს.

სხდომას, რომელიც მედიისთვის დაიხურა, რადგან საქმე არასრულწოვნებზე სექსუალურ ძალადობას ეხება, ორივე ბრალდებული ესწრებოდა.

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა მამა-შვილმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს.

ადვოკატ დავით გოგუას თქმით, ორივე მათგანი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატის განმარტებით, ისინი აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახის გამოყენებას არ ითხოვდნენ.

მისივე თქმით,ბრალს არც 36 წლის მამაკაცი აღიარებს. აპირებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მისი ადვოკატი ზაზა კვირკველია ამბობს, რომ როცა გადაწყვეტილება ჩაბარდება, პოზიციას დაკავებულთან შეაჯერებს.

ავტორი: თეა შონია 

თეგები: გაუპატიურებაპროკურორისამეგრელო

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ამ წუთებში გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ივნისი 26, 2021
780
მთავარი ამბავი

სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

ივნისი 25, 2021
814
მთავარი ამბავი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

მაისი 31, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია