სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მოკლევადიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი, ანა ნაგდალიანი წერს.
ზოჰრაბ მნაცაკანიანის რუსეთის დედაქალაქში ვიზიტის დღის წესრიგი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ՀՀ ԱԳ նախարար Զոհրաբ Մնացականյանը կարճատև աշխատանքային այցով գտնվում է Մոսկվայում։Министр иностранных дел Армении находится в Москве с краткосрочным рабочим визитом.
Posted by Anna A. Naghdalyan on სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2020











