„17-19 სექტემბრის დუმის არჩევნები რუსეთის ფედერაციაში ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
შეერთებული შტატები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„რუსეთის მთავრობის “ექსტრემისტული ორგანიზაციების”, “უცხოელი აგენტების” და “არასასურველი ორგანიზაციების” შესახებ კანონების გამოყენებამ მკაცრად შეზღუდა პოლიტიკურ პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში. რუსეთის მთავრობის შეზღუდვებმა, რასაც წინ უძღოდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების მარგინალიზაციის მცდელობა, ასევე ხელი შეუშალა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და მის საპარლამენტო ასამბლეას არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას, რაც აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისთვის.
2021-09-20ამ სახლში ცხოვრების სრული იურიდიული უფლება მაქვს – ყოფილი დედამთილის სახლში აივნიდან შეჭრილ რძალს შვილებიანად გარეთ აგდებენ
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის კამპანია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ 49.83 %-ით ლიდერობს.











