fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზუგდიდი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტში – მთავარი აქცენტები 

13:33 ოქტომბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
960
ნახვა

საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია Googles-ის საძიებო სისტემაში მეტწილად, შემდეგი აღწერით იძებნება – „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში 43 ბანკის მძევალი გაათავისუფლეს“.

სწორედ ასეთი სათაურით გააშუქა საერთაშორისო პრესამ ზუგდიდში განვითარებული მოვლენები.

გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ ქალაქ ზუგდიდში შეარაღებულმა მამაკაცმა ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა და გამტაცებელი 500 000 დოლარს ითხოვდა.

„ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამტაცებელი ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. ასევე, კადრები, რომელშიც ჩანდა, როგორ ისხდნენ იატაკზე მძევლები. ვიდეოში ნაჩვენები იყო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც ხელში თოფი ეკავა, ის სახეზე ხელს იფარებდა“,- წერს Associated Press-ი.

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა Washington Post-იც.

„ოთხშაბათს, დღის მიწურულს რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა შენობა დატოვა და თან სამი მძევალი წაიყვანა, მათი ზუსტი ადგილსამყოფელი კი უცვლელია. ორმა ტელეკომპანიამ  კი შესაბამისი კადრები გაავრცელა, როგორ გამოდის გამტაცებელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად“,- იუწყება Washington Post.

Piquenewsmagazine-ის სტატიის მთავარი ფოტო

ABC NEW-ს კი წერდა, რომ სავარაუდოდ, 3 მძევალიდან ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციის უფროსია, რომელიც შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ზუგდიდის სპეცოპერაციას ასევე გამოეხმაურა Vancourier-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ 43 გათავისუფლებული მძევალი „უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილნი“.

CT POST-ი წერს, რომ „პოლიცია 43 მძევლის გათავისუფლების შემდეგ სპეცოპერაციას კვლავ განაგრძობს, მაგრამ ინფორმაციას არ ავრცელებს თავდამსხმელის შესახებ, რომელმაც 3 მძევალი წაიყვანა“.

Associated Press-ზე დაყრდნობით მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ US.NEWS-ი, Oklahoman-ი, Dailyherald-ი  და Piquenewsmagazine-ი.

 

Associated Press-ს, Washington Post-ს, ABC NEW-ს, Vancourier-ს, CT POST-ს, US.NEWS-ს, Oklahoman-სა და Dailyherald-ს სტატიის მთავარი ფოტო

სპეცოპერაციას ზუგდიდში გამოეხმაურა daytondailynews-იც. ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემამ  ზურაბ ცერცვაძის მიერ გადაღებული განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტომასალაც დაურთო.

daytondailynews-ის გამოყენებული ფოტომასალა

 ნინი ტაველიძე, PTN.GE

თეგები: სპეცოპერაცია ზუგდიდში

დაკავშირებული სტატიები

რეგიონები

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

მარტი 4, 2021
827
სამართალი

გომელაური: ზუგდიდში ანტიტერორისტული ოპერაცია ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და მე ვამაყობ, რომ არავინ დაშავდა, ესებუას დაკავების მიზნით კი აქტიურად მუშაობენ

თებერვალი 21, 2021
987
პოლიტიკა

ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია – ვახტანგ გომელაური

იანვარი 28, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია