ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს, რომელმაც მძევლები აიყვანა, ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის“ ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა განუცხადა.
დღეს ასევე, ე.წ. რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ დაკავების შემთხვევაში, დამნაშავეს ქართულ მხარეს გადასცემენ.











