„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სხვა პარტიებთან კოალიცია გამორიცხულია, რადგან „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პარტიას დაახლოებით, 100 მანდატი ექნება.
„კოალიციას გამოვრიცხავთ. ჩვენ უმრავლესობით მოვალთ. ვფიქრობ საშუალოდ, „ქართულ ოცნებას“ 100 მანდატი ექნება“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.











