ჩვენს კოლეგებს, დღეს ვინც დასაქმებულები არ არიან ან პენსიაზე არიან, შეიძლება მოეძებნოთ საქმე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისივე თქმით, კვლავ მაღალია ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი.
„გარკვეული პერიოდი ისინი ჩამოცილებულები არიან თავიანთ ძირითად სამუშაოს. ამიტომ იყო მოწოდება მთლიანად ქვეყანაში მყოფი სამედიცინო პერსონალის მობილიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენს კოლეგებს, დღეს ვინც დასაქმებულები არ არიან, ან პენსიაზე არიან, შეიძლება მოეძებნოთ საქმე. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებსა და ჰოსპიტლებში, მაგრამ ისინი კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებში შეიძლება დასაქმდნენ. ამიტომ იყო სწორედ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მოწოდება ამასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად იქნეს მობილიზებული ჩვენი სამედიცინო კორპუსი,“- განაცხადა გამყრელიძემ.










