მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 70 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 70 720 317 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 49 148 338 ადამიანი, 1 588 437 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.










