მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 61 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა იმსხვერპლა მილიონ 400-ათასზე მეტი ადამიანი, 42 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა რაოდენობით, კვლავ პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13 მილიონს აღემატება. მეორე ადგილზე ინდოეთია, მესამეზე კი-ბრაზილია.










