სახელმწიფო მდივნის მაიკლ რ. პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, პომპეო საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, კატარსა და საუდის არაბეთს ეწვევა.
„სახელმწიფო მდივან პომპეოს ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისში, სადაც ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა გამოხატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისკენ. სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდება მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.











