Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ევროპაში ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
გამოცემის ინფორმაციით, მაიკ პომპეოს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან ასელბორნთან და ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან.











