ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 641 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა რაოდენობა კი, 50 659-მდე გაიზარდა.
დღემდე ქვეყანაში 1 086 990 ადამიანი დაინფიცირდა, 579 226 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











