BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში შეიტანეს.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვაქცინის გამოყენება აშშ-ში რისკ-ჯგუფებს შორის უკვე წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ კვლევის მესამე ფაზის პირველად შედეგების მიხედვით, Pfizer-ისa და BioNTech-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.











