„ჩვენ გვაქვს პროცედურები, როგორ შეიძლება ამგვარი საკითხები გადაწყდეს. მთავარი პრობლემა რაც არის, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ“,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძის მორიგ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც რაქვიაშილი ამბობს, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებიდან მხოლოდ ის გაიგო, რომ იგი „თავად აპირებს წასვლას“ პარტიიდან.
„გუშინდელი კომუნიკაცია, რაც ზურამ ახსენა, ეს იყო ორი მესიჯი მოწერილი და ორი პასუხი იაგოსგან, რომლიდანაც სამი სიტყვა ამოიღო ზურამ. მგონი, მთლიანად რომ ციტირება გაეკეთებინა, სულ სხვა შინაარსი ექნებოდა. ამ მომენტისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს სახელი. „ფეიჯი“ კიდევ გასაგებია. გაუგებარია მოთხოვნები, თუ დავსხდებით, ვილაპარაკებთ, მგონი, გამოსავალს ვიპოვით. უბრალოდ, სანამ საუბარი არ შედგება ნორმალურად, მგონი ასეთი რაღაცები მესიჯებით არ კეთდება, საბოლოო ჯამში, მე მგონი ოთხი ადამიანი შეთანხმდება რაღაცაზე. ჯერჯერობით, ზურა ასეთი ფორმით კომუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა, საუბარი სანამ არ შედგება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, ვინ მოიგონა სახელი „გირჩი“.
ჩვენ გვაქვს წესები. ალბათ, ამ წესების ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. ვინ სად დარჩება, აქედან გამომდინარეობს. რაც გავიგე ამ მეორე პოსტიდან, ალბათ, ზურა აპირებს წასვლას, შინაარსობრივად ასე გამოდის. ყველა შემთხვევაში, ამ წესების ფარგლებში ვიმოქმედებთ და რაც გამოვა, გამოვა.
„ასეთ რაღაცებს არ წყვეტს რაღაც გამოკითხვა თავისთავად. ჯერ ერთი, გასაგები უნდა იყოს, საერთოდ რაზეა საუბარი, რას ნიშნავს სახელი, ანუ ფორმალური ნაწილი პარტიის რჩება და სახელს იცვლის და ზურა ახალ პარტიას აკეთებს და „გირჩს“ არქმევს? ასე ხომ არ მოხდება, რომ ავიღოთ და ვიღაცას გადავუფორმოთ რაღაც. მოვიდეს, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, კონკრეტული წინადადება წარადგინოს და ვიმსჯელებთ. ბორდში, საბჭოში 15 ადამიანია, გოგა ხაჩიძეც არის. პირველი, რაც უნდა მოხდეს, უნდა ჩამოყალიბდეს, ზუსტად რა უნდა ზურას, რომ გასაგები იყოს. აქედან გამომდინარე იურიდიულად და შინაარსობრივად გავარკვევთ დეტალებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.











